აღმაშენებლის გამზირის პროექტი მოიცავდა ათეულობით შენობის სრულ რესტავრაციას.
კერძოდ, აშენდა 3 ახალი სახლი, მოეწყო მანსარდები, გამოიცვალა სახურავები, გამაგრდა
საძირკვლები და განახლდა ფასადები.
ამავე პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ტროტუარების კეთილმოწყობა, მიწისქვეშა
კომუნიკაციების და სანიაღვრე ქსელების მთლიანად გამოცვლა და შენობებზე
თანამედროვე კომბინირებული განათების სისტემების დამონტაჟება.