ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ სამშენებლო კომპანია “ინსი” და 2007 წლის 2 აპრილიდან ვემსახურებით სამშენებლო, სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და საინჟინრო ქსელების მოწყობას. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საქმიანობით და საქართველოში, ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის სახელით. კომპანიის დაარსებიდან, დღემდე ჩვენს ბაზაშია 170-მდე დასრულებული პროექტი 374 მილიონი ლარის ბიუჯეტით.
კომპანია “ინსი” არის საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ-დამფუძნებელი და ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.
ჩვენს ძირითად საქმიანობას მიეკუთვნება:
ჩვენი მიზანია პარტნიორებისა და დამკვეთების პრიორიტეტების გათვალისწინებით, კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა საზოგადოებისთვისა და ქვეყნის სტუმრებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებასა და გამაგრებაზე.
ჩვენი უმთავრესი აქტივი არის ჩვენი გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა კი სამშენებლო სფეროში სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების სრულად ადაპტირება გახლავთ. შესაბამისად, ჩვენ თითოეულ პროექტს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ვახორციელებთ.