სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში შპს „ინსი“- ს მიერ 2022 წლის სექტემბრის თვეში დასრულდა 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს. სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი. შენობის შესასვლელებთან მოწყობილია შშმ პირთა პანდუსები, ხოლო შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ასევე, მოწყობილია შშმ პირთა სველი წერტილები. სკოლა უზრუნველყოფილია ვიდეომეთვალყურეობის, სახანძრო განგაშისა და შეტყობინების სისტემებით და სამართავი ცენტრით. შენობის არქიტექტურა ორიგინალური გადაწყვეტილებით მორგებულია მიმდებარე გარემოს.
პროექტი განხორციელდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში.