უკვე წლებია ვემსახურებით სხვადასხვა კულტურულ-ისტორიულ შენობა-ნაგებობას და მათ რეაბილიტაციას. ჩვენს საქმიანობაში შედის მათი რესტავრაცია, რეაბილიტაცია და აღდგენითი სამუშაოები.
პირველ ეტაპზე, ვახორციელებთ შენობების კონსტრუქციულ-გამაგრებით სამუშაოებს, ვცვლით სახურავის კონსტრუქციებსა და ხდება ახალი სახურავის საფარის მოწყობა.
შემდეგ, საჭიროების არსებობის შემთხვევაში, იწყება არსებული ხისა და ლითონის კარ-ფანჯრის, აივნებისა და შუშაბანდებისა და კიბეების რესტავრაცია. თუ კი რესტავრაცია შეუძლებელია, ხდება მათი სრულად გამოცვლა ახალი, არსებულის ანალოგიური პროდუქტით. ამ ეტაპზევე, უტარდება ფასადის მხატვრულ დეკორატიულ ორნამენტებს აღდგენა-რეკონსტრუქცია, ძველი დეკორის შენარჩუნებით და ღებვით.
ბოლო ეტაპებისკენ, საცხოვრებელ ფართებში ვაწყობთ გათბობა-გაგრილების სისტემებს, ელექტრო გაყვანილობასა და წყალსადენ კანალიზაციის მილებს. საბოლოოდ კი ხდება ეზოების და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.
ლითონის ჭედურ ელემენტებს უტარდება რესტავრაცია, ასევე საცხოვრებელი ფართებში ეწყობა გათბობა – გაგრილების სისტემები, ელექტრო გაყვანილობა, წყალსადენ კანალიზაციის სისტემები. მთლიანად ხდება შენობის ფასადის და ეზოს კეთილმოწყობა.