სერვისები

ბაკურიანის რეკრეაციული პარკი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, კომპანია „ინსი“- მ წარმატებით დაასრულა  რეკრეაციული პარკის მშენებლობა ბორჯომის  მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში.

დაბა ბაკურიანის ცენტრალური  პარკი განთავსებულია 75 873    კვადრატულ  მეტრზე  და წარმოადგენს პოპულარულ, რეკრეაციულ ზონას ოჯახებისთვის, რომლებიც სტუმრობენ მთებს და სათხილამურო  კურორტს.  თუმცა, ის არა  მხოლოდ  ტურისტული  დანიშნულების ადგილია,     არამედ – დასასვენებელი და მიმზიდველი     ზონაა     ბავშვებისა     და მოზრდილებისთვის , ნებსიმიერ სეზონზე. ტურისტული   ინფრასტრუქტურის   განვითარების ფარგლებში, კონცეფცია –  საოჯახო    პარკი (Family Park ) –  დაედო საფუძვლად  აღნიშნული პროექტის განხორციელებას და ტერიტორიის მოწყობას,   რომლის     ფარგლებშიც   ვიზიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შემუშავდა    რამდენიმე    აქტივობა. ამ კონცეფციის შესაბამისად დაპროექტდა საფეხმავლო გზები,  სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ტურისტული ზონები, პიკნიკის მოსაწყობი სივრცეები. პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრაქციას წარმოადგენს საფეხმავლო რამპა, რომელიც განთავსებულია შესაბამის საყრდენებზე და  მიწის დონიდან  აწეულია ჰაერში.  მისი მეშვეობით ერთმანეთს უკავშირდება ქვედა და ზედა დონეები. ტერიტორიაზე მოწყობილია მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტი – კაფე და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი. აღსანიშნავია, რომ პროექტის დიზაინის  შექმნისას უპირატესობა მიენიჭა ტერიტორიისთვის ბუნებრივი იერის შენარჩუნებას.

ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული შენობები მეტალის ფილებითა და ხის პანელებით არის   დამუშავებული. საფეხმავლო ბილიკები  კი, მოწყობილია მაღალი ხარისხის დამცავი ფენით  დამუშავებული ხის კომპოზიტური (CO-EXTRUCTION WPC DECKING) და ქვიშა-ხრეშოვანი საფარით.

პროექტი განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში.