მშენებლობა

სოფელ კიცხის სკოლა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში კომპანია „ინსი“- მ დაასრულა ახალი, 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა. პროექტი განხორციელდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს.

სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი. შენობის ეზოში და შესასვლელებთან მოწყობილია შშმ პირთა პანდუსები, ხოლო შენობაში დამონტაჟებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული ლიფტი და სველი წერტილები. სკოლა უზრუნველყოფილია ვიდეომეთვალყურეობის, სახანძრო განგაშისა და შეტყობინების სისტემებით, კვამლის გამწოვი ავტომატური სისტემითა და სამართავი ცენტრით.

სამუშაოების შესრულების ვადები:
დაწყება: 8 მაისი 2019 წელი
დასულება: 15 თებერვალი 2021 წელი.

დამკვეთი:
საქართველოს მუნიციპალური განვითარიების ფონდი