მშენებლობა

შპს „ტოიოტა კავკასია“- ს სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა

კომპანია „ინსი“ – მ  დაასრულა შპს „ტოიოტა კავკასია“- ს სასაწყობე მეურნეობის შენობის და ოფისის მშენებლობა ქ. თბილისში, ავჭალის დასახლებაში. პროექტის ფარგლებში მოეწყო შენობის რკინაბეტონის და ფოლადის კარკასი, სახურავი და ფასადები, ბეტონის ინდუსტრიული იატაკები,  ელექტრომამარაგების, სუსტი დენების, განათების, ვიდეომეთვალყურეობის და დაშვების სისტემები. გაკეთდა თანამედროვე,  ევროპული სტანდარტების შესაბამისი  გათბობა-გაგრილების და ხანძარქრობის სატუმბი სადგურის მილგაყვანილობის და დაშხეფების სისტემები.

ასევე, განხორციელდა სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიის შემოღობვა და კეთილმოწყობა, რაც გულისხმობს არსებული კომუნიკაციების მოწესრიგებასთან ერთად, ახალი კომუნიკაციების, ასფალტობეტონის,  არმირებული ბეტონის  საფარის და სასიარულო ბილიკების მოწყობას. ჩატარდა დენდროლოგიური სამუშაოები.

კომპანიის მიერ შესრულდა შენობის საყრდენი კედლების,  მომსახურე შენობა-ნაგებობის, წყალკანალიზაციის სისტემების  და დრენაჟის ქსელის მოწყობა. ალუმინის კომპოზიტური პანელებით მოპირკეთდა შენობის ფასადები.

 

სამუშაოების შესრულების ვადები:
დაწყება: 16 ივნისი 2020 წელი
დასულება: 31 მაისი 2021 წელი.

დამკვეთი:
შპს „ტოიოტა კავკასია“