პროექტის გეგმის მიხედვით, ხუთ საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.
ამასთან, განხორციელდა ბარათაშვილის გამზირის და სანაპიროს ქუჩის მიმდებარე
ტერიტორიაზე არსებული ქანდაკებებისა და მხატვრული ნაკეთობების აღდგენა-
რესტავრაციული სამუშაოები.
შენობების რესტავრაციაში შევიდა სახურავების გამოცვლა, საძირკვლების გამაგრება და
ფასადების განახლება.
აღნიშნულ ტერიტორიებზე მოეწყო ახალი მიწისქვეშა საკომუნიკაციო და სანიაღვრო
ქსელები. შენობებზე კი დამონტაჟდა თანამედროვე, კომბინირებული განათების
სისტემები.