პროექტის მიხედვით, ჩვენმა გუნდმა დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები ქ.თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსის მქონე 27 შენობაზე
შედეგად, მთლიანად გამოიცვალა სახურავის საფარი და დამონტაჟდა ახალი საკომუნიკაციო სისტემები. რესტავრაცია-კონსერვაციის და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ფასადებსა და სადარბაზოს კედლებზე არსებულ მხატვრობა-ორნამენტებს.
პროექტის ფარგლებშივე მოექცა N38-ის ეზოში არსებული ეკლესიის რესტავრაცია-კონსერვაცია და ეკლესიამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა.