9 აპრილის ბაღის რესტავრაციის პროექტში მოიაზრება მოზაიკური შადრევნის რესტავრაცია, სავალი ბილიკებისა და კიბეების ბუნებრივი ქვებითა და ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა.
ამასთან, ბაღში დამონტაჟდა გარე განათება და თანამედროვე სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, დაირგო მწვანე საფარის გაზონები, ხეები, ყვავილნარი და ბუჩქნარი.