სოფელ წოფის სკოლა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთითა და სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია “ინსი”- მ ახალი საჯარო სკოლა ააშენა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში.
150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს.
ადგილმდებარეობის რელიეფიდან გამომდინარე, შენობა წარმოადგენს სამ დონიან, ტერასული ტიპის ნაგებობას.
სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი. შენობის ეზოში და შესასვლელებთან მოწყობილია შშმ პირთა პანდუსები, ხოლო შენობაში დამონტაჟებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული ლიფტი. ასევე, მოწყობილია შშმ პირთა სველი წერტილები. სკოლა უზრუნველყოფილია ვიდეომეთვალყურეობის, სახანძრო განგაშისა და შეტყობინების სისტემებით, კვამლის გამწოვი ავტომატური სისტემითა და სამართავი ცენტრით.

ჩვენი სერვისები