სოფელ საბირქენდის სკოლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  საბირქენდში კომპანია „ინსი“- მ დაასრულა ახალი, 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა.  შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს.

სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი, შესასვლელებთან მოწყობილია შშმ პირთა პანდუსები, ხოლო შენობაში დამონტაჟებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული ლიფტი და სველი წერტილები. სკოლა უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შიდა სპორტული დარბაზით, ვიდეომეთვალყურეობის, სახანძრო განგაშის, შეტყობინების სისტემებით, კვამლის გამწოვი ავტომატური სისტემითა და სამართავი ცენტრით.

პროექტი განხორციელდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში.

ჩვენი სერვისები