ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის წყალმომარაგებისა და წყალარინების სამშენებლო სამუშაოები

ქუთაისი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დასრულდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო თანმედროვე, ევროპული სტანდარტის  წყალსადენის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. დამონტაჟდა ახალი ჩამკეტ – მარეგულირებელი ურდულები.

ამოირეცხა არსებული 4 ერთეული ჭაბურღილი და მოეწყო ახალი EBARA-ს წარმოების ჭაბურღილის 4 ერთეული ტუმბო, საიდანაც ხდება წყლის მოპოვება. ჭაბურღილებზე მოეწყო ჭაბურღილის თავმორთულობა, Schneider Electric-ის წარმოების სიხშირული მართვის სისტემა, მართვის კარადები და SMG LEKTRA-ს წარმოების ელექტო მაგნიტური ხარჯმზომები, რომელიც გვაწვდის და ინახავს ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის  წყალი მოიპოვა თითო ჭაბურღილმა 1 საათში, 24 საათში, 7 დღეში, 1 თვეში.

მოპოვებული წყლის დასამუშავებლად აშენდა ახალი წყალმომარაგების შენობა, სადაც დამონტაჟებულია O ARKAL BY AMIAD-ის  რამდენიმე თანამედროვე  ფილტრი, რომელიც ავტომატურ  რეჟიმში ახორციელებს მოპოვებული წყლის დამუშავებას გაფილტვრას და ფილტრების გამორეცხვას.

წყალარინების სისტემაზე მოეწყო 2 ერთეული წყალარინების სატუმბი სადგური.

წყალარინების ქსელებისთვის და სისტემისთვის აშენდა კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა, ECOSOFT-ის გადამამუშავებელი დანადგარები, ფლიტრები და სხვადასხვა შემადგენელი ინფრასტრუქტურა, რომელიც საბოლოოდ დაბინძურებულ  წყალს გადააქცევს ტექნიკურად სუფთა, გამოყენების წყლად, მოსარწყავად და სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის.

ასევე,  რელიეფის სირთულის გამო წყალარინების სისტემაზე დამონტაჟდა 2 ერთეული SALHER water solutions worldwide-ს წარმოების  წყალარინების სატუმბი სადგური.

პროექტში ასევე დაინერგა და მოეწყო ელექტრონული მართვის ბაზა და სისტემა (სკადა), საიდანაც განხორციელდება კონტროლი წყალმომარაგების ქსელის, წყლის მოპოვების, დამუშავების, ტუმბოების მუშაობის რეჟიმის და არსებული წნევების მართვა/დარეგულირება. აღნიშნული პროგრამით  გამარტივდა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია და მართვის კონტროლი.

 

 

 

ჩვენი სერვისები