მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

კომპანია „ინსი“ წარმატებით ახორციელებს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ამ ეტაპზე დასრულდა სასახლის ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი – „თეთრი დარბაზის“  რესტავრაცია, სადაც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აქტებს მოეწერა ხელი.
პროექტის ფარგლებში, პირვანდელი სახის მაქსიმალურად შენარჩუნებით, სრულად აღდგა და მოოქროვდა დარბაზის ჭერი, კედლები, მძიმედ დაზიანებული ორნამენტები და ფიგურები.
თანდართულ ფოტოებში ნათლად ჩანს დარბაზის მდგომარეობა რესტავრაციამდე და აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ.

ჩვენი სერვისები