მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

პროექტ „ახალი ტიფლისის“ ფარგლებში დასრულდა ისტორიულ – კულტურული ძეგლის, „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავდა სარეაბილიტაციო შენობა – ნაგებობის ფასადის პირვანდელი სახით აღდგენა – რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოებს. კერძოდ: ა) ფასადზე არსებული ბალუსტრადების და სხვა მხატვრულ – დეკორატიული ელემენტების, ასევე კარ-ფანჯრების პირვანდელი სახით კონსერვაციისა და აღდგენა-სარესტავრაციო სამუშაოებს. ბ) მიმდებარე ტერიტორიის (ტროტუარების) კეთილმოწყობის სამუშაოებს. გ) ფასადის დეკორატიული მინათებების მოწყობა-მონტაჟის სამუშაოებს.

ჩვენი სერვისები