გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია

დასრულდა კიდევ ერთი, „ძველი ტფილისის“ ისტორიული ნაწილის ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (ქ. თბილისი, ახოსპირელის პირველი ჩიხი N3, N2-4, N1/6, ახოსპირელის მესამე ჩიხი N1/2, N1/3, ახოსპირელის ქუჩა N4, N7, ლერმონტოვის ქუჩა N2 და გუდიაშვილის ქუჩა N7/2)  სარეაბილიტაციო სამუშაოები. გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის შენობა-ნაგებობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

აგრეთვე, შესრულდა მოედნის, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა, განათების უზრუნველყოფა, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების და შენობებზე მინათებების მოწყობა. აღსანიშნავია, რომ გუდიაშვილის მოედნის სკვერმა რეაბილიტაციის შემდეგ ახალი სახე შეიძინა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა კომპანია “ინსი” და   პროექტის მენეჯერი დავით კორძაია.

ჩვენი სერვისები