მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში, მიმდინარე კვირაში განხორციელდა ძირითადი ნაგებობის, აირაციის ავზის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, რომლის საბოლოო ეტაპი გულისხმობდა 2500მ2 ფართის და 1500მ3 მოცულობის მონოლითური რკინა – ბეტონის ფილის თექვსმეტისაათიან უწყვეტ რეჟიმში ბეტონირებას და ფილის ზედაპირის მოხვეწას, დასრულებული სახის მისაღებად.
აღნიშნული საძირკვლის დაბეტონებისას გამოყენებულ იქნა სულფატო მედეგი ცემენტით დამზადებული ბეტონი C30/37, WF- შეუღწევადობის კლასი-3. არმატურის მინიმალური შეცულობა კი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს – EN1992 (ევროკოდი2).
აირაციის ავზის საძირკვლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში წყალჟონადობისაგან დასაცავად მოეწყო წყლის გაჟონვის შემაკავებელი ლენტი ( Waterstop ), რომლის მახასიათებლებიც შეესაბამება ევროკოდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ზამთრის პირობებიდან გამომდინარე, ბეტონირების დასრულების შემდეგ განხორცილდა დაბეტონებული კონსტრუქციის ზედაპირების დაფარვა შესაბამისი მასალით .
აირაციის ავზის სამშენებლო საუშაოების დასრულების შემდეგ განხორციელდება ავზის ტესტირება წყალგაუმტარობაზე.