ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა მარნეულში

კომპანის “ინსი“- სა და “Toshiba Water Solutions Private Limited” -ის ერთობლივი საწარმო აგრძელებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში. პროექტი ფინანსდება დონორი ორგანიზაციის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ და ხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, განხორციელდა “აერაციის ავზის“ რკინა- ბეტონის ელემენტების მშენებლობა.
“აერაციის ავზის“ რკინა-ბეტონის ელემენტების მშენებლობის პროცესში გამოყენებულია სულფატო მედეგი ბეტონი, ხოლო ავზის წრიული კედლების მოსაწყობად კი – შპს “ჯი თი სი რენთ“ – ის მიერ მოწოდებული 𝗗𝗼𝗸𝗮-ს თვითფორმირებადი საყალიბე სისტემა – 𝗖𝗶𝗿𝗰𝘂𝗹𝗮𝗿 𝗙𝗼𝗿𝗺𝘄𝗼𝗿𝗸 𝗛𝟮𝟬.
კომპანია „ინსი“ წარმატებით აგრძელებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას.

ჩვენი სერვისები