ეროვნული სასახლე

ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია

თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით კომპანია „ინსი“ – მ განახორციელა ეროვნული სასახლის (ყოფილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ) სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო  არა მხოლოდ შენობის ფიზიკური განახლება, არამედ მისი ისტორიული სულის შენარჩუნება,  საუკუნოვანი მემკვიდრეობის თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებთან შერწყმა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

რუსთაველის გამზირზე მდებარე ეროვნული სასახლე  მე-19  საუკუნის არქიტექტურის უბადლო ნიმუში და ქვეყნისთვის უდიდესი ისტორიული ღირებულების მატარებელი შენობაა. სწორედ მის კედლებში გამოცხადდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1918 წელს. ამგვარი მემკვიდრეობის მქონე ძეგლზე მუშაობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმს მოითხოვდა. შპს „ინსი“- ს გუნდმა სრული პასუხისმგებლობით განახორციელა კომპლექსური სამუშაოები, სარესტავრაციო და  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეაბილიტაციო მიმართულებებით.

უმაღლესი კვალიფიკაციის რესტავრატორებისა და პროფესიონალების ჩართულობით, სასახლის ისტორიული იერსახის აღსადგენად და  ავთენტურობის შესანარჩუნებლად   ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:

  • ისტორიული დარბაზების რესტავრაცია: განსაკუთრებული სიფრთხილითა და ისტორიული მასალების შესწავლით აღდგა უნიკალური, ისტორიული დარბაზების პირვანდელი სახე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი სივრცის, როგორიცაა „თეთრი დარბაზი“.
  • ხის კარ–ფანჯრების რესტავრაცია: თითოეული დეტალის გათვალისწინებით, ჩატარდა ისტორიული ხის კარ-ფანჯრების სრული რესტავრაცია, რაც შენობას თავის უნიკალურ ხასიათს უნარჩუნებს.
  • ლითონის დეკორატიული ელემენტების აღდგენა: საიუველირო სიზუსტით განხორციელდა შენობის ფასადზე და ინტერიერში არსებული ლითონის ჭედური დეტალების, მოაჯირებისა და სხვა ელემენტების აღდგენითი სამუშაოები.
  • უნიკალური პარკეტის რესტავრაცია: სასახლის ისტორიული პარკეტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე იყო, სრულად აღდგა და დაუბრუნდა პირვანდელი ბრწყინვალება.
  • შენობის სტრუქტურული და ფუნქციური განახლება: ისტორიული ღირებულების შენარჩუნებასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო შენობის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირება, მისი უსაფრთხო და კომფორტული ფუნქციონირებისთვის.
  • სახურავის სრული რეაბილიტაცია: შენობის ამინდის ზემოქმედებისგან დასაცავად, მთლიანად შეიცვალა სახურავის საფარი თანამედროვე, მაღალხარისხიანი და შენობის არქიტექტურულ სტილთან თავსებადი მასალებით.
  • სრულიად განახლებული საკომუნიკაციო სისტემები: პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა შიდა კომუნიკაცია, მათ შორის:
  • უზრუნველყოფილია შენობის უსაფრთხო და სტაბილური ელექტრომომარაგებისთვის განახლდა ელექტროგაყვანილობა და სუსტი დენები;
  • დამონტაჟდა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
  • განხორციელდა მოძველებული წყალსადენ -კანალიზაციის ქსელის სრული დემონტაჟი და ახალი, საიმედო სისტემის მოწყობა.

შპს „ინსი“- ს  მიერ ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო პროექტის წარმატებით დასრულება და  დედაქალაქის ერთ-ერთი, ყველაზე გამორჩეულ შენობისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ერთგულებას და   პროფესიონალიზმის ხარისხს  ჩვენი ქვეყნის კულტურული საგანძურისადმი.