ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ სამშენებლო კომპანია “ინ-სი” და 2007 წლის 2 აპრილიდან ვემსახურებით სამშენებლო, სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და საინჟინრო ქსელების მოწყობას. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საქმიანობით და საქართველოში, ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის სახელით. კომპანიის დაარსებიდან, დღემდე ჩვენს ბაზაშია 170-მდე დასრულებული პროექტი 374 მილიონი ლარის ბიუჯეტით.
კომპანია “ინ-სი” არის საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ-დამფუძნებელი და ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

რას ვსაქმიანობთ?

ჩვენს ძირითად საქმიანობას მიეკუთვნება:

 

  • ისტორიული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები
  • საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა
  • მონოლითური რკინა ბეტონის სამუშაოები
  • საინჟინრო კომუნიკაციების, სანიაღვრე, საკანალიზაციო და სასმელი წყლის ქსელების მოწყობა
  • გათბობა-გაგრილების, სითბო-სიცივის კვანძების, ვენტილაციის, ელექტრო სამონტაჟო და სუსტი დენების სისტემის მოწყობა

 

რა არის ჩვენი მიზანი?

ჩვენი მიზანია პარტნიორებისა და დამკვეთების პრიორიტეტების გათვალისწინებით, კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა საზოგადოებისთვისა და ქვეყნის სტუმრებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებასა და გამაგრებაზე.

ჩვენი უმთავრესი აქტივი არის ჩვენი გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა კი სამშენებლო სფეროში სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების სრულად ადაპტირება გახლავთ. შესაბამისად, ჩვენ თითოეულ პროექტს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ვახორციელებთ.